logo
ENG



მოძრაობა "გაბედეს" საპროტესტო აქცია სუს-თან 6 აქტივისტის დაკავებით დასრულდა

22 ნოე 201919:58
3 წუთის საკითხავი
 
o5ho83ms53vvj8w.jpg

6 აქტივისტის დაკავებით დასრულდა დღეს მოძრაობა "გაბედეს" საპროტესტო აქცია სუსთან. აქციის მონაწილეებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის პიკეტირების საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. დაკავებულებს შორის არის  შალვა ნათელაშვილის შვილიც. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და გიორგი გუგავას შორისაც. 

სამოქალაქო აქტივისტებმა დღესვე იმ ერთ-ერთი მაჟორიტარის პრესკონფერენცია ჩაშალეს, რომელმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩააგდო. მერაბ ქვარაია სირცხვილის დერეფანში გაატარეს. 

სამართალდამცველბსა და მოძრაობა „გაბედეს" წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. პირველად მაშინ როცა აქტივისტებმა სუსის შესასვლელი ჩაკეტეს და გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს. სწორედ აქ დააკავა პოლიციამ ერთი აქტივისტი - „ლეიბორისტული პარტიის" წევრი ოთარ ბექაური.

„გაბედეს" წევრები პროტესტის ნიშნად გადასასვლელზე " განთავსდნენ და ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკეტვა სცადეს. თუმცა აქტივისტების მცდელობა პოლიციამ მალე შეაჩერა - ინციდენტს კიდევ 5 პირის დააკავება მოჰყვა და მათ შორის არის შალვა ნათელაშვილის შვილი. სუს-ის შენობასთან „ლეიბორისტული პარტიის" წევრებიც მივიდნენ - სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა სამართალდამცველებსა და გიორგი გუგავას შორისაც.

დაკავებულებს შორისაა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ 2 წევრიც. ყველა დაკავებულს გამოძიება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება, საქმე 173-ე მუხლით აღიძრა. ამ დაკავებებს ოპოზიცია პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს. 

 „გაბედეს" წევრები ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებიან. 48 საათში სასამართლო პროცესი ჩაინიშნება და ამ 6 დაკავებულის ბედსაც მოსამართლე გადაწყვეტს.

 

 


close დახურვა